საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, შვეიცარიულ ავიაკომპანიასთან Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიიდან მაღალრეიტინგული გამოცემების, ონლაინ მედია პლატფორმებისა და დოკუმენტური ფილმების წარმომადგენლებს, ასევე ბლოგერებს მასპინძლობს.

შვეიცარიული მედიის 10-მდე წარმომადგენელი თბილისში, უფლისციხესა და მცხეთაში იმყოფებოდა. ჟურნალისტები და ბლოგერები კახეთსაც ეწვევიან, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს. სპეციალურად სტუმრებისთვის ღვინის მასტერკლასები და ქართული კერძების დეგუსტაცია გაიმართება.

შვეიცარიელი ჟურნალისტები და ბლოგერები ავიაკომპანიის Edelweiss ახალი პირდაპირი ავიარეისის – ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, ბუნების, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს, პოსტებს, სთორებსა და რილსებს მოამზადებენ.

კამპანიის მიზანია შვეიცარიიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია შვეიცარიის ტურისტულ ბაზარზე.
