LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი კომოს ტბაზე ცურვისას დაიკარგა

96
2628932-54401330-2560-1440

შვეიცარიის ნაკრებისა და კლუბ „იანგ ბოიზის“ ფეხბურთელი ფლორიანა ისმაილი კომოს ტბაზე ცურვისას გაუჩინარდა. მისი პოვნის შანსი დიდი არ არის.

გოგონა ჩრდილოეთ იტალიაში თანაგუნდელებთან ერთად ისვენებდა. ფლორიანა ტბაში ჩავიდა და შორს გაცურა. გარკვეული დროის შემდეგ მისმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ისმაილი დაიკარგა.

„პოლიცია ძებნას განაგრძობს, იმედს არ ვკარგავთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ისმაილი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, „იანგ ბოიზში“ 2011 წლიდან თამაშობს და გუნდის კაპიტანიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები