LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდი მოსწავლეა დაშავებული“ – სურამთან, მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა

459
ავარია სურამთან

სურამთან, გვიან ღამით, მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამოცემა „მოზაიკას“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად შვიდი მოსწავლეა დაშავებული.

„შვიდი მოსწავლეა დაშავებული და შვიდივე მათგანი კლინიკაში რჩება“, – უთხრეს „მოზაიკას“.

გამოცემის წყაროს ცნობით, სამ მოსწავლეს თავის ტრავმა აქვს მიღებული.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.

მთავარ სლაიდზე ფოტო: სქრინი „მთავარი არხის“ ვიდეოდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g