პრინცმა უილიამი დოკუმენტურ ფილმში “Football, Prince William and our Mental Health” თავის ცხოვრებასა და გამოცდილებებზე საუბრობს. ამის შესახებ The Independent წერს.
ფილმი დიდ ბრიტანეთში 28 მაისს გამოვა, თუმცა ნაწყვეტები წინასწარ გავრცელდა. განსაკუთრებით ემოციურია ის ეპიზოდები, სადაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი შვილების ყოლაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, პრინც უილიამს სამი შვილი ჰყავს.
“ვფიქრობ, რომ როცა არ ელი, სწორედ მაშინ ხდება ემოციური რაღაცები ცხოვრებაში. ამ დროს შესაძლოა ფიქრობდე, რომ ამასთან გამკვლავება არ შეგიძლია. ამიტომ მე ზუსტად ვხვდები, რომ შვილების ყოლა ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მომენტია ცხოვრებაში, ასევე ყველაზე საშიში”, – ამბობს უილიამი.
აღსანიშნავია, რომ ქეით მიდლტონთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ერთმანეთს მუდმივად მხარს უჭერენ.
