LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შვილის დაუდევრობის გამო, დედა ამ წუთში რეანიმაციაში კვდება” – ლევან რატიანი

6625
74907698

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და განმარტავს, რომ ვირუსის შემომტანი უმეტესწილად ახალგაზრდები არიან. ლევან რატიანი აცხადებს, რომ  რეანიმაციაში კვდება პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ოჯახის წევრის დაუდევრობის გამო გადაედო. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში. ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.