რადიოს ,,არ დაიდარდო” მხიარული დილა მომღერალ თემურ თათარაშვილთან ერთად დაიწყო.
–თემო, როგორი განწყობით დაიწყე დილა ?
-წინა საახალწლო ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ჩემთვის ახალი წელი და აღდგომა გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულებია.
– როგორ ემზადები ახალი წლისთვის ?
– შვილიშვილებთან ერთად უკვე ავაწყვე ნაძვის ხე. როგორც ყველა ოჯახი ჩვენც ველით ახალ წელს.
– როგორ შეაჯამებ ამ წელს ?
– ყველა წელს აქვს თავისი ხიბლი. რა თქმა უნდა, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი, მაგრამ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჯანმრთელები ვართ. რაც შეეხება, ჩემს მოღვაწეობას, ჩავწერე ახალი სიმღერები და კონცერტებიც მქონდა რაიონებში. კმაყოფილი ვარ ამ წლით.
– საახალწლოდ თუ გაქვს დაგეგმილი კონცერტი ?
– ახალ წელს ვმღერი გალა კონცერტზე. მე და ნათია პერანიძე ვასრულებთ დუეტს. შემდეგ, რესტორანში ,,მარანი” იქნება შესაძლებელი ჩემი მოსმენა. მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი და დიდი იმედი მაქვს ეს პანდემიაც დასრულდება წელს და ისევ დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას.
გადაცემის აუდიოჩანაწერი