შვილმა, რომელიც მამას წლების განმავლობაში ეძებდა, მასთან შეხვედრა შობის ღამეს შეძლო და ეს მისთვის ნამდვილი სასწაული იყო. 23 წლის ჯეისონ კელის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ბიჭუნა 12 წლის იყო და მას შემდეგ მას მამა აღარ უნახავს. ჯეისონის მამა დევიდ კელი ოჯახიდან წასვლის შემდეგ სხვა ქალაქში გადავიდა და მისი კვალი საერთოდ გაქრა.
შვილი მშობლის მოძებნას წლების განმავლობაში ცდილობდა, ცოტა ხნის წინ კი იპოვა ფოტო, რომელიც 1990–იან წლებში იყო გადაღებული და გადაწყვიტა მამის საპოვნელად სოციალური ქსელი გამოეყენებინა. სასწაულიც სწორედ ამის შემდეგ მოხდა. ფოტოზე ასახული მამაკაცი კეთილმა ადამიანებმა ამოიცნეს და ჯეისონს მისი მისამართი მისცეს. ახალგაზრდა მაშინვე მამისკენ გაემართა. კარი 70 წლის ქალმა გააღო და კელის დაუდასტურა, რომ მამამისი ნამდვილად იქ ცხოვრობდა, თუმცა ამჟამად გასული იყო. ის ის იყო ჯეისონი წასვლას აპირებდა, რომ კარებში ნაცნობი სილუეტი შეამჩნია.
„მამამ მაშინვე მიცნო და ცდილობდა თვალებში არ შემოეხედა, რადგან მისი თვალები ცრემლით იყო სავსე. „
მამა–შვილმა ბევრი ისაუბრა და ბევრი სასიამოვნო დღეც გაიხსენა. შობა ჯეისონმა დედასთან, ძმასთან და დასთან ერთად გაატარა. შემდეგ კი საშობაო ნუგბარი აიღო და მამის სახლისკენ გაემართა.
როგორც გაირკვა, დევიდი წლების განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა. მას არც დოკუმენტები და არც ფული არ ქონდა. უკანასკნელი 5 წელი კი ის მეგობრებს შეეკედლა. ჯეისონმა გადაწყვიტა, რომ მამას ფეხზე დადგომაში დაეხმაროს და ეს 2021 წლის მთავარი გეგმა იქნება.