LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვლებისა და ირმების ზამთრის საუკეთესო კადრები ბორჯომ-ხარაგაულიდან (ვიდეო)

163
ff

დაცული ტერიტორიების სააგენტო დათოვილი ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკიდან ახალ ვიდერგოლს აქვეყნებს. ვიდეოში შვლებისა და ირმების გადაადგილებაა ასახული.

„შვლებისა და ირმების საუკეთესო ზამთრის კადრები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან“, – წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

ეროვნული პარკის შესახებ

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი შეიქმნა 1995 წელს და ის საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს ქმნის. მისი საერთო ფართობი 104,933 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია. ბორჯომ- ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს. ესენია: ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას, ბორჯომის ნაკრძალს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს, ქცია-ტაბაწყურის, ნეძვის აღკვეთილსა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს მართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები