LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სია ძალებს რეჟისურაში ცდის

309

მომღერალი სია დიდი ხანია ოცნებობს, ძალები რეჟისურაში მოსინჯოს. იგი შიშობს, რომ მის ამ წამოწყებას ხალხი არასერიოზულად აღიქვამს, თუმცა, ამჟამად მომღერალმა უკვე დაიწყო მუშაობა სადებიუტო ფილმზე სახელწოდებით „და“.

„მე მეშინოდა ხალხისთვის ჩემი რეჟისურისადმი დაინტერესების შესახებ მეთქვა, რადგან ისინი ამბიციურად და სულელად ჩამთვლიდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს კლიპზე „Chandelier“ მუშაობა დავასრულეთ, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი არც ისე ცუდად გამომდის, ამის მერე უფრო თამამი გავხდი. მივხვდი, რომ მთელი ეს პროცესი ჩემთვის უმთავრესი იყო და მე პატარა ფილმი გადავიღე. მინდა, სიმაოვნება მივიღო შემოქმედებითი პროცესიდან“ – განაცხადა სიამ ჟურნალ Billboard-თვის მიცემულ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები