LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიახლე გვაქვს“ – ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატა

74
flights

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება დაემატა. აეროპორტის მენეჯმენტის ცნობით, სიახლე შიდა ფრენას ეხება.

„უკვე შეგიძლიათ ჩვენი აეროპორტიდან მესტიაში გამგზავრება. ფრენები განხორციელდება 10 ნოემბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით – ყოველ ოთხშაბათს: მესტია-ქუთაისი 12:00; ქუთაისი-მესტია 13:30. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს ? https://ticket.vanillasky.ge/ge/tickets“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის. „პირდაპირი რეისების არსებობა ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და გაახანგრძლივებს საშუალო ღამისთევების რაოდენობას. ამასთან, სასიხარულოა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება დაემთხვა კერძო სექტორის მოსაზრებას, რადგან ჩვენ არაერთხელ გვქონდა მათგანაც უკუკავშირი რეისების დანიშვნის მნიშვნელობაზე. მიგვაჩნია, რომ რეგულარული ფრენების განახლება ქუთაისსა და მესტიას შორის ხელს შეუწყობს ორივე რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას და ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში, ქუთაისიდან ფრენები ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებითაც დაიწყო. 2 ნოემბრიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა. ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით განახლდა. ხოლო, გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით. აპრილიდან კი მეორე სიხშირეც დაემატება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები