სიას ახალმა ალბომმა ოფიციალური რელიზის თარიღი მიიღო: დისკი სახელწოდებით „This Is Acting“ 2016 წლის 29 იანვარს გამოვა. ამ დღეებში კი მომღერალმა მისი გარეკანი წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ალბომში შესულია ის სიმღერები, რომლებიც თავდაპირველად ბიონსესთვის, ადელისთვის და რიანასთვის იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ სიას ხვდა წილად.
ცოტა ხნის წინ რელიზის მხარდასაჭერად სინგლი „Alive“ გამოვიდა, რომლის თანაავტორიც ადელია.