LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული, ლანძღვას კი პატივისცემა, ამ ყველაფერმა კი ამომრჩეველზე არსებითი მნიშვნელობა იქონია: თორნიკე რიჟვაძე

90
თორნიკე რიჟვაძე

„სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული, ლანძღვას კი პატივისცემა, ამ ყველაფერმა კი ამომრჩეველზე არსებითი მნიშვნელობა იქონია“, – ასე ეხმიანება თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.

მისი განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად შინაარსს, საქმეზე და კონკრეტულ პროგრამებზე ორიენტირება წარმოადგენდა, ნაცვლად საზოგადოებისათვის, ოპონენტების მმართველობის დროს ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ცოდვის შეხსენებისა.

„პირველი ტურის წინ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ძირითადი შინაარსი იყო ორიენტირებული მაქსიმალურად საქმეზე, კონკრეტულ პროგრამებზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის არ შეგვეხსენებინა ის ოპონენტი, რომელსაც თავისი მმართველობის დროს არაერთი დანაშაული და ცოდვა აქვს ხალხის წინაშე ჩადენილი.

თუმცა ოპონენტების მხრიდან ეს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატების, გაუგონარი ჭორაობის მოგონება, აისახა საზოგადოების განწყობებზე და ჩვენ დაგვჭირდა მეორე ტური ბათუმსა და ხელვაჩაურში.

შემდეგ უკვე მაქსიმალური მობილიზაციით, მათ შორის იმით, რომ ჩვენ ჩვენი ოპონენტების და პირველ რიგში ნაცმოძრაობა მაქვს მხედველობაში, სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული, დავუპირისპირეთ ლანძღვას პატივისცემა. ამ ყველაფერმა ჩვენს ამომრჩეველზე, მათ შორის რიგით ბათუმელებზე, გადაწყვეტილების მიღების დროს იქონია არსებითი და პრინციპული მნიშვნელობა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას.

თბილისში თითქმის ყველა უბნის მონაცემების დათვლის შედეგად, კახა კალაძეს ხმების 55.60%, ნიკა მელიას კი 44.3% აქვს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაიმარჯვა – 15 თვითმმართველ თემში ხმების 100% დათვლილია

ვულოცავ „ქართული ოცნების” ყველა კანდიდატს, ვინც გამარჯვება მოიპოვა და წარმატებას ვუსურვებ: დავით ზალკალიანი

არჩევნები არის გაუქმებული, ჩვენ კონკრეტული გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე, ბრძოლა იქნება უკომპრომისო: ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები