LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Siemens Energy-მ შესაძლოა საქართველოში ინვესტიცია ჩადოს: საქმიანი შეხვედრა შედგა

160
3941-092

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, Siemens Energy AG დაინტერესდეს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი Siemens Energy-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, Siemens Energy-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნოს წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს.

ცნობისთვის, Siemens Energy მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g