LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიენენი“: ,,მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის პირველი შედეგები დამაიმედებელია

106
covid19vacone

ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნასა“ და „ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის“ თანამშრომლობით შექმნილი ვაქცინა-კანდიდატის გამოცდის პირველი შედეგები დამაიმედებელია. ყველა იმ ადამიანის ორგანიზმში, ვისაც ვაქცინა გაუკეთდა, იმუნური რეაქციები გაუმჯობესებულია.

კვლევის პირველი ფაზის შედეგები ასეთია: ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ პასუხს აძლიერებს. მის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს მსუბუქი გვერდითი ეფექტები, მაგალითად დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი ან ტკივილი ინექციის ადგილას, თუმცა, ვაქცინა ეფექტურია.  კვლევის შედეგები New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.

თვის ბოლოსათვის „მოდერნას“ ვაქცინის გამოცდის საბოლოო, მესამე,  ყველაზე ფართო ფაზა დაიწყება, დადებითი შედეგების შემთხვევაში კი ვაქცინის გამოყენება ნებადართული უკვე ფართო მასებისათვის გახდება. ვაქცინა სახელად mRNA-1237 გახდება პირველი კანდიდატი აშშ-ში, რომლის გამოცდის მესამე ფაზაზე ყველაზე ადრე გადავა.

კომპანიის რელიზში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, „მოდერნა“ წლის ბოლომდე ვაქცინის 500 მილიონი დოზის, ხოლო მომავალ წელს 1 მილიარდი დოზის წარმოებას შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები