LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენენი: ვაქცინაციის შემდეგ ბებიებმა და ბაბუებმა შვილიშვილებთან ჩახუტება შეძლეს

107
https---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-210311181725-vaccinated-first-hugs-split

მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკის მკვიდრმა ქალბატონმა ეველინ შოუმ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა, ექიმებმა მას შვილიშვილის ნახვის და მასთან ჩახუტების ნება დართეს. ასაკიდან გამომდინარე, ქალბატონმა შოუმ ბოლო ერთი წელი მკაცრი თვითიზოლაციის პირობებში ბრონქსში, საკუთარ სახლში გაატარა.

„ვიცოდი, რომ მასთან ჩახუტება შემეძლო, მაგრამ კარის გაღების მაინც მეშინოდა. როდესაც შვილიშვილს ჩავეხუტე ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნება შევძელი“– უთხრა ბებია ეველინმა „სი ენ ენს“. ბებიასთან შეხვედრამდე საკმაოდ ნერვიულობდა 23 წლის ეტერეტ ფრენკიც, რომელსაც ასევე გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა. „მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩვენგანი აცრილი იყო, შეხვედრამდე მაინც ვღელავდი. ბებია ძალიან მენატრებოდა და აი, როგორც იქნა ეს მომენტიც დადგა.“ – განაცხადა ფრენკმა.

კვირის დასაწყისში „აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა“ სპეციალური გაიდლაინი გამოაქვეყნა იმ ადამიანებისათვის, ვინც ვაქცინის ორი დოზითაა აცრილი. გაიდლაინის თანახმად, ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ თამამად ჩაეხუტონ მონატრებულ შვილიშვილებს მაშინაც კი, თუ ბავშვები ჯერ არ აცრილან.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g