“მრჩებოდა განცდა, რომ ყველა რაღაც კულმინაციისთვის ემზადებოდა, რომ მოხდებოდა სიგიჟე და არ ვიცი, რამდენად ბედნიერები დარჩნენ, რომ ეს სიგიჟე არ მოხდა. ეს რომ არ მოხდა, ამისთვის, არ ვიცი, მადლობა ვის ვუთხრა, რას ვუთხრა? ალბათ გახარიას, ალბათ მართლა კატასტროფას გადაგვარჩინა.” – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
ვახტანგ მეგრელშვილის განცხადებით, ხალხი პროვოკაციისთვის ემზადებოდა და ორივე მხარე მზად იყო.
მისივე თქმით, მმართველ გუნდში არ აღმოჩნდა ერთი ადამიანიც კი, რომელიც საჯაროდ დაიცავდა საკუთარ პრემიერ-მინისტრს:
“პრობლემა რა არის იცით? კაცი იყო “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, ერთხმად აირჩიეს საპარლამენტო რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრად, ანუ ყველაზე დიდი მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა გუნდში, რაღაც ერთ საკითხში ვერ შეთანხმდნენ და ერთი მხარდამჭერი არ დარჩა, ერთი კაცი არ გამოვიდა საჯაროდ და არ დაიცვა საკუთარი პრემიერ-მინისტრი, საკუთარი სიის პირველი ნომერი და არ თქვა, რომ ეს კაცი მართალიაო.
ასეთი ცენტრალიზებული იქნება ასეთი პოლიტიკური ძალის მტერიც. შესაბამისად, თუ ჩვენ მრავალფეროვნებას არ მივაღწევთ, ეს ხალხი კიდევ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებდა.” – თქვა მეგრელიშვილმა.
