LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილს 24 საათი მაშორებდა… ვლოცულობდი, ღმერთო არ მომკლა”- ელტონ ჯონი სიმსივნეს ებრძვის (ფოტო)

550
Webp.net-resizeimage-2-14-920x584

ელტონ ჯონმა მემუარები დაწერა, თვის დასაწყისში კი გამოქვეყნდა ფრაგმენტი, სადაც მომღერალი ყვება, რომ 2017 წელს პროსტატის კიბო აღმოაჩნდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა 10 დღის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო.

„სიკვდილს 24 საათი მაშორებდა, ეს დღეები სულ ვფიქრობდი კიდევ რამდენი დამრჩა, ვლოცულობდი, ღმერთო არ მომკლა, კიდევ მომეცი დრო, რომ ჩემი შვილები ვნახო“ – წერს მომღერალი.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი აღიარებს, ის სწორედ ავადმყოფობის დროს მიხვდა, რომ კარიერაზე მნიშვნელოვანი მისთვის ოჯახია.

კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ელტონ ჯონმა ყველა გასტროლი გადადო და დრო ოჯახთან და ორ შვილთან ერთად გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები