53 წლის მსახიობმა, მეთიუ პერიმ საზოგადოებას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ უამბო. გამოცემა, People-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 4 წლის წინ მას ალკოჰოლისა და ნარკოტიკული პრეპარატების მოხმარების გამო 14 ოპერაციის გადატანა დასჭირდა და საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პერიოდის გავლა მოუხდა.
აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, 53 წლის მეთიუ ახალ გულისსწორთან ერთად პირველად გამოჩნდა. პერის იდუმალ პარტნიორს ყვითელი კაბა ეცვა, ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ის მეთიუზე ასაკით საგრძნობლადაა პატარა.
ცნობისთვის, 2020 წელს მსახიობმა საზოგადოებას განუცხადა, რომ დაქორწინებას გეგმავდა, მის რჩეული 22 წლით უმცროსი მოლი ჰარვიცი გახლდათ, თუმცა წყვილი გასულ წელს ერთმანეთს დაშორდა.