LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილამაზის სალონში შესულ მეუღლეს ელოდებოდა, ამ დროს უცნობმა მას იარაღიდან ესროლა“ – ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

494
lenta

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. მათი თქმით, გასროლას წინ სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ უძღოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი ტრიტუარზე იმყოფებოდა და სილამაზის სალონში შესულ მეუღლეს ელოდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g