LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 37 წლის მამაკაცი 

139
დანასაული ბათუმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. 

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებულ გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს“. – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვრცლად: police.ge/page/846

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Tuesday, 28 November 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები