LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სილქნეტი” მომხმარებლებისთვის პრიზების გათამაშებას იწყებს

60

სილქნეტი SilkTV-ის არხებისა და გადაცემების პრომოუშენს აგრძელებს და  National Geographic-ის  გათამაშების კვალდაკვალ,  არხის DTX მაყურებლებისთვისაც საგანგებო პრიზებს აწესებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ვიქტორინაში I LOVE MY CAR -22 აპრილიდან 24 მაისამდე ყველა ავტომოყვარულს შეეძლება მონაწილეობა, თუმცა შემეცნებითი-გასართობი არხის DTX მიერ დაწესებულ საჩუქრებს მხოლოდ სილქნეტის ქსელში ჩართული მონაწილე მიიღებს. მთავარი პრიზი -კი მანქანის მოვლის საშუალებებით სავსე ყუთია.

”საგანგებოდ შექმნილ საიტზე http://dtx.silknet.com/ მონაწილე ვიქტორინისთვის განკუთვნილ მოკლე ვიდეოს იხილავს და თუ უპასუხებს ოთხ შეკითხვას, გამარჯვებულად გამოვლინდება. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ერთხელ შეეძლება ჩაერთოს გათამაშებაში.
ვიქტორინა ინგლისურენოვანია.  Silk TV ავტომოყვარულებს ამ გათამაშებით ახალ ცოდნას, ახალ აღმოჩენებს, ექსპერიმენტებს, თავგადასავლებს, შთაბეჭდილებებს ჰპირდება”, – განაცხადეს ”სილქნეტში”.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული მონაწილე  ყოველ პარასკევს 15:00 საათზე, ”სილქნეტის”  ”ფეისბუქის” გვერდზე გამოვლინდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g