LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილქნეტმა“„თიბისი კაპიტალთან“ ერთად 34 მლნ ლარის ობლიგაციები გამოუშვა

90

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „სილქნეტის“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. როგორც ”ფორტუნას” ”თიბისი ბანკიდან” აცნობეს, ობლიგაციების მოცულობა 34 მილიონი ლარია. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პირველად მოხდა კომპანიის მიერ ობლიგაციების გამოშვება.

„სილქნეტის“ ობლიგაციების ვადა 5 წელია. წლიური კუპონი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3.5%-ია. ობლიგაციები საქართველოში არსებულმა ბანკებმა შეიძინეს.

როგორც ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ აღნიშნა, აღნიშნული ემისია კომპანია ”სილქნეტის” ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორს და წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტს საქართველოში მსხვილი ემისიის განხორციელებაში დავეხმარეთ. აღნიშნული ემისია კომპანიის ზრდას და შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა გიორგი თხელიძემ.

კომპანია ”სილქნეტის” სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსის ილია ენუქაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში „სილქნეტის“ სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე.

„ამ ნაბიჯით საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცეში „სილქნეტის“ სახით ჩნდება ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე მოთამაშე და ამავე დროს კაპიტალის ბაზრისთვის მიმზიდველი კომპანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით და მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას გვიწევს ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი კაპიტალია“. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ „სილქნეტია“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ის ქართული კომპანია, რომელმაც პირველმა გამოუშვა ლარში ობლიგაციები“, – განაცხადა ილია ენუქაშვილმა.

ცნობისთვის, „თიბისი კაპიტალი“ ”თიბისი ბანკის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც საინვესტიციო საბანკო ბიზნეს საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო მომსახურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები