LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სილვა: თითოეულ პოზიციაზე 2 ძლიერი ფეხბურთელი გვყავს

33

“პარი სენ ჟერმენის” კაპიტანმა, ტიაგო სილვამ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ამბიციებზე ისაუბრა. პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატი საუცხოოდ დაიწყო- ოთხიდან ოთხი მოგება და არცერთი გაშვებული გოლი.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურნირის წარმატებულად დაწყება, იმისგან დამოუკიდებლად თუ ვინ იქნება ოპონენტი. “პსჟ”-ს ერთადერთი მოწინაღმდეგე თავად “პსჟ”-ა. ჩვენი გუნდი მნიშვნელოვნად წაიწია წინ, კერძოდ, ფსიქოლოგიურად. თითოეულ პოზიციაზე 2 ძლიერი ფეხბურთელი გვყავს, არ არსებობს პოზიცია, რომ ერთი ძლიერი და მეორე სუსტი მოთამაშე იყოს. ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა. მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, რადგან გასულ სეზონში “ბარსელონას” წინააღმდეგ 6 ძირითადი ფეხბურთელი გვაკლდა.

ამ სეზონში ისეთივე გუნდი გვყავს, როგორი ფილოსოფიაც გვაქვს. გვინდა, საფრანგეთის ჩემპიონატი რაც შეიძლება სწარაფად მოვიგოთ, რათა ჩვენს მთავარ მიზანზე – ჩემპიონთა ლიგაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია” , – ბრაზილიელის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ტიაგო სილვა ფრანგულ კლუბში 2012 ”მილანიდან” გადავიდა და მაშინვე დაცვის ლიდერად და გუნდის კაპიტნად.