LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიმბოლურია, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლემ უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი“ – პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართავს

223
Untitled design

„აშშ-ის გადაწყვეტილება „სასამართლოს კორუფციული სინდიკატის“ წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა ქართველი მოსამართლეების სანქცირებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სიჭინავამ აღნიშნა, „სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი“.

„ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ამ პერსონებს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს წინაშე ეკისრებათ.

ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესება, რა თქმა უნდა, არავისთვის წარმოადგენს პოზიტიურ, სასიხარულო ინფორმაციას, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და რეპუტაციული ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის – შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ ჩვენი მოქალაქეების დაცვას და მხარდაჭერას, სასამართლო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერი, ღირსეული მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, ქვეყანაში დემოკრატიის და ჩვენი მომავლის გადარჩენას ემსახურება.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა აიღოს.

ახლა, არ არის ემოციური რეაგირებების დრო, გონივრული პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, ხელისუფლებამ მომდევნო, ირაციონალური, ვიწროპარტიული და 1 ადამიანის ინტერესებით ნაკარნახები ნაბიჯებით, კიდევ უფრო არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საწყის ეტაპზე გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ:

1. შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან;

2. საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიცირებული ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. „ორმაგი 2/3-ის“ პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით.

3. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით.

ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ გაავრცელა.

ვრცლად ამ თემაზე:

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

თამარ კორძაია: დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია რიგგარეშე სხდომაზე და შეუწყვიტოს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანქცირებულ წევრებს 

mazda magti 5g