LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ…პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა: ამირან გამყრელიძე

83
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძ​ე აცხადებს, რომ სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, რადგან პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა, რაც ძალიან ცუდია.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე აიწევს, დეკემბრამდე 250 ადამიანის სიცოცხლე დაიზოგება.

გამყრელიძის თქმით, თუ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 20 ან 25 ათასამდე იქნება, ნოემბრის თვეს და მე-5 ტალღას, ადამიანები უფრო მსუბუქად გადაიტანენ.

„სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იქნეს.

განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე – კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის – 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.

ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-  ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები