LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმსივნე აღარ ჰქონდა… 6 ქიმიოთერაპია ტყუილად დაუნიშნეს” – რას ჰყვება ინგოროყვას კლინიკაზე პაციენტი

1838
75412190-966039560418796-877879517027237888-n

პრეტენზიები ინგოროყვას კლინიკისა და ექიმ შალვა ჭოველიძის მიმართ – ერთ-ერთი პაციენტის მეუღლე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ექიმს ქიმიოთერაპიის ტყუილად დანიშვნაში ადანაშაულებს.

როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები….
აუცილებლად დასაწერი,წასაკითხი და გასაზიარებელი პოსტი…
ვეცდები დავწერო მოკლედ (შეძლებისდაგვარად) და დეტალურად…

დაახლოებით 2 თვის წინ ზურა საავადმყოფოში მოხვდა სათესლე ჯირკვლის ტკივილით.სასწრაფომ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში და გამოკვლევებიც იქვე ჩატარდა. მეორე დღეს დადგინდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია... ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ზურამ გადაწყვიტა რომ ინგოროყვაშივე უნდა გაეკეთებინა ოპერაცია”, – წერს თათული თეთრაული.

ის ჰყვება, რომ მათ უთხრეს, მეტასტაზების გავრცელების შესახებ და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს.

“ვერც გადმოვცემ მარტო ის ვიცი რომ მთელი დღე გლოვაში და ტირილში გავატარე. იქამდე გვქონდა გაკეთებული MRI და ყველა საჭირო გამოკვლევა რის მიხედვითაც ჩანდა რომ ყველა ორგანო იყო სუფთა მაგრამ ოპერაციის მერე ჩვენმა
ექიმმა მოგვთხოვა ახალი გამოკვლევები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო იმავე კლინიკაში. არც ამ გამოკვლევებით გამოჩნდა სადმე რამე საეჭვო მაგრამ
მაინც (არ ვიცი რატო და ალბად არც თვითონ იციან) გადაწყდა ქიმიოთერაპია…
დაჟინებული მოთხოვნით ქიმიის კურსი უნდა ჩატარებულიყო სასწრაფოდ.

ქიმიოთერაპია დაგვინიშნა შალვა ჭოველიძემ რომელმაც ჩაატარა ოპერაცია”, – ამბობს პაციენტის მეუღლე.

ის ჰყვება, რომ ამის შემდეგ ქიმიოთერაპევთან შევიდნენ, რომელმაც უთხრა, მისი მეუღლე სრულიად ჯანმრთელი იყო.

“დაახლოებით 2 საათში იგივე ქიმიოთერაპევტი გვირეკავს და გვეუბნება რომ რაღაცეებს გადახედა და შეეშალა, აუცილებლად და თან მეორე დღესვე უნდა დაიწყონ ქიმიოთერაპია…

ანალიზის პასუხები გავაგზავნეთ თურქეთში და მერე სასწრაფოდ წავედით ერთ-ერთ კლინიკაში…სადაც დაგვხვდა ორი ქართველი გოგო მარიამი და ხატია…

2 დღის მერე დაგვირეკა ხატიამ და მოგვილოცა,
ზურა არის აბსოლუტურად ჯანმრთელი,არც ერთ ორგანოზე არ არის მეტასტაზი და რა თქმა უნდა ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ქიმიოთერაპია…

მაქვს კითხვა ბატონ შალვა ჭოველიძესთან, ბატონო შალვა ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამოდენიმე თვიანი ტანჯვისთვის….( რისთვისაც არ გაგვიმეტეს უცხო ქვეყნის ექიმებმა)
რატომ??????
ადამიანს რომელმაც მოიშორა სიმსივნე და აღარანაირი მეტასტაზი თუ სხვა პრობლემა
აღარ ქონდა ორგანიზმში,რატომ დაუნიშნეთ 6 ქიმიოთერაპია?
გამიხარდება ამ პოსტით ერთ ადამიანს მაინც თუ დავაფიქრებ და გადავარჩენ…”, – წერს თათული თეთრაული.

ფეისბუქის პოსტი 

რადიო “ფორტუნა” კომენტარისთვის ექიმ შალვა ჭოველიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე სასურველი იყო ქიმიოთერაპიის ჩატარება.

შალვა ჭოველიძე: “ქიმიოთერაპევტთან როცა წავიყვანეთ, მას არ ჰქონდა ყველა ანალიზი და ექიმმა უთხრა, რომ შეიძლება არ დაგჭირდეთ ქიმიოთერაპიაო. წავიდნენ გახარებულები. შემდგომ, როცა ქიმიოთერაპევტს საავადმყოფოდან ყველა მონაცემი მოუტანეს, იმუნოჰისტოქიმიას გადაიხედა და უფრო უარესი ფორმა იყო, ამიტომ სასურველი იყო ქიმიოთერაპია.

ამ მონაცემებით, რაც გვაქვს, უფრო ქიმიოთერაპიისკენ უნდა გადავიხაროთ, რომ ჩატარდეს, თორემ რეციდივის რისკი მაღალია. ზოგი არ აკეთებს ქიმიოთერაპიას და დაკვირვებას ჩაატარებს ყოველ სამ თვეში ერთხელ.

ჩემი აზრით, ქიმიოთერაპია საჭიროა, პარიზში 15 წელი ვიმუშავე, დაწერეთ, რომ მე ვარ საფრანგეთის ოფიციალური ექიმი და ონკოლოგიაში ექსპერტი ვარ.

სასურველია ქიმიოთეტრაპიის ჩატარება. დაკვირვება სჯობს, მაგრამ ეს ძალიან სახიფათოა.

თურქეთს რაც შეეხება, ის ამომავალი ვარსკვალვი კი არაა, იქ იცით, რამდე შეცდომას უშვებენ? მე ვარ წამყვანი სპეციალისტი, ჩემს სიტყვებზე ვაგებ პასუხს, ჩვენ ან ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში, ვურჩიეთ, რომ ქიმიოთერაპია გაკეთებულიყო“, – აცხადებს შალვა ჭოველიძე.

 

პოპულალურები