LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდისთვის ყოფილი ქმარი რიჩარდ გირი “სრულიად უცხო” ადამიანია

471

სინდი კროუფორდი რიჩარდ გირთან დაშორებიდან 20 წლის შემდეგ ამბობს, რომ მსახიობი მისთვის ამჟამად „სრულიად უცნობი“ ადამიანია.

„მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, თუმცა ნამდვილად ახალგაზრდ ვიყავი. მე და რიჩარდმა ერთად 6 წელი გავატარეთ, თუმცა დაქორწინებულები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ვიყავით,“ – განაცხადა კროუფორდმა.

სუპერმოდელი 26 წლის იყო, როდესაც ცოლად გაჰყვა 42 წლის რიჩარდ გირს, 1991 წელს. წყვილი ოფიციალურად ერთმანეთს 4 წლის შემდეგ დაშორდა, 1995 წელს.
კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვთ ახლა მას და გირს, 49 წლის კროუფორდმა განაცხადა, რომ მათ დაძაბული ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა იმის გამო, რომ ერთმანეთს იშვიათად ხედავენ, თითქმის უცხოები არიან.

მოდელმა PEOPLE-თან განაცხადა, რომ წყვილი ერთად ძალიან ცოტა დროს ატარებდა.

„ამაში ბრალი ორივეს თანაბრად მიგვიძღვის. ვფიქრობდით, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ ერთი ჩვენგანი პარიზში იცხოვრებდა, მეორე კი – ლოს-ანჯელესში და რამდენიმე დღის ერთად გასატარებლად თუ გადავფრინდებოდით სხვა ქვეყანაში. თუმცა ეს ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა,“ – ამბობს სინდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g