სინგაპურმა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისი შეასრულა. Singapore Airlines-ის თვითმფრინავმა ერთმანეთს სინგაპური და ნიუ-იორკი დაუკავშირა და ფრენა არც მეტი არც ნაკლები მთელი 19 საათი გაგრძელდა. ლაინერმა Airbus A350-900 ULR-მ ყოველგვარი შესვენების გარეშე 16,7 ათასი კილომეტრი გადალახა და ბორტზე ამ დროს 161 მგზავრი იმყოფებოდა. გარდა ამისა, თვითმფრინავში 15 ბორტგამცილებელი და 2 პილოტიც მგზავრობდა და მათ საშუალება ქონდათ, რომ 8 საათიანი შუალედით დაესვენათ ხოლმე. რაც შეეხებათ მგზავრებს, დროის გაყვანა მათ აუდიოსისტემით, კომპიუტერული თამაშებითა და მრავალფეროვანი მენიუთი შეეძლოთ.