LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი? – მეუფე ნიკოლოზი

185
ნიკოლოზი

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე მეუფე ნიკოლოზი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

“თქვენ ეს თამაში ხომ არ გგონიათ? სინოდმა დაწერა წერილი და რას მეკითხებით, მეორეჯერ დავწეროთ წერილი?- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოსმიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში

“დეკანოზის საქმესთან დაკავშირებით მე შეფასება ბევრჯერ გავაკეთე. აზრი მას შემდეგ არ შემცვლია. რომელ პრეზიდენტს უნდა მივმართოთ შეწყალებაზე,მოქმედ პრეზიდენტს თუ მომავალს? ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩვენ, საპატრიარქომ ორჯერ მივმართეთ პრეზიდენტს. ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს. კიდევ თუ იქნება ახალი პრეზიდენტი იმასაც მივმართავთ”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, მას დეკანოზის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით არავითარი საწინააღმდეგო არ აქვს.

 

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალლომე ზურაბიშვილმა დეკანოზი მამალაძე საშობაოდ არ შეიწყალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები