LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო

58
თამარ-გაბუნია

დღეს, 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ ვაქცინა “სინოფარმზე” რეგისტრაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო, თუმცა პორტალი კვლავ გათიშულია, მოქალაქეები „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის რეგისტრაციის პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა იყო, რის გამოც მოქალაქეები ვერ რეგისტრირდებიან.

პრობლემის აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. საიტზე მითითებულია, რომ ტექნიკური განახლება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g