LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სინოფარმით” აცრილ ჩემს შვილს, სავარაუდოდ, დელტა შტამი დაუდგინდა… ძალიან მარტივად გადაიტანა, ყველა აცრამ იმუშავა სასწაულად” – ეკა გაბაშვილი საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

4600
BeFunky-collage (2)

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ეკა გაბაშვილი საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

საქმე ისაა, რომ მის შვილს, რომელსაც “სინოფარმის” ვაქცინის ორივე დოზა ჰქონდა მიღებული, რამდენიმე კვირაში, სავარაუდოდ, დელტა შტამი დაუდგინდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინირებული იყო, ვირუსი მარტივად გადაიტანა. მეტიც, ეკა გაბაშვილის თქმით, ექვსი კონტაქტური ოჯახის წევრიდან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

ეკა გაბაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ გაგიზიაროთ.

დაიდო “სინოფარმის” დელტა შტამთან ეფექტურობის დამადასტურებელი სტატიები, რაც პირადი ამ დღეების გამოცდილებით მინდა დავადასტურო.

ჩემ შვილს, რომელიც სინოფარმის ორივე აცრით არის და გასულია ერთი თვე 12 დღის წინ დაუდგინდა კოვიდი, სავარაუდოდ დელტა შტამი.

სანამ სიმპტომი გამოვლინდებოდა 6 ოჯახის წევრთან ერთად ვისვენებდით ზღვაზე სამ ჩვენგანს ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, მათ შორის 4 წლის ძმის შვილს. ვცხოვრობდით ერთიდაიგივე ოთახში.

სწრაფი ტესტის დადასტურებიდან იმავე დღეს გავუკეთეთ პისიარ ტესტი, რითაც დადგინდა რომ ძალიან დიდი რაოდენობით იყო კონცენტრაცია ვირუსის, რაც გავრცელების მხრივ ძალიან საშიში უნდა ყოფილიყო.

12 დღის თავზე და სამი პისიარის ფონზე (თვალი რომ გვედევნებინა ვირუსის ქცევაზე ამიტომ ოთხ დღეში ერთხელ პისიარ ტესტს იკეთებდა) – ექვსი კონტაქტური ოჯახის წევრიდან არცერთს არ დაგვიდასტურდა, ანუ არცერთს არ გადაგვედო და თავად ინფიცირებულმა, რომელსაც ვირუსის რაოდენობიდან გამომდინარე ცუდად უნდა ყოფილიყო, ითვლება რომ ძალიან მარტივად გადაიტანა.

ოჯახში ყველა ვართ აცრილები გარდა ოთხი წლის ოჯახის წევრისა.

სინოფარმის ვაქცინამ, გარდა იმისა, რომ თვითონ ინფიცირებული დაიცვა მძიმე ფორმისგან, ვირუსის გადადების პროცესიც თავიდანვე თითქმის არ იყო. განსაკუთრებით აუცრელ პატარაზე ვნერვიულობდით.

ყველა აცრამ იმუშავა სასწაულად. ოჯახში ასაკობრივი დიფერენციაციით აცრილები ვართ, უფროსები ფაიზერით და ასტრა ზენეკათი, ახალგაზრდა თაობა სინოფარმით და სინოვაკით 

P.S. აუცილებლად უნდა დავამატო. რომ ყველას ხალხ მრავალ ადგილებში მანამდეც გვეკეთა პირბადეები.

ზღვაზე დადასტურების წამიდან, სანამ წამოსვლას დავაორგანიზებდით, ყველამ ასევე პირბადეები მოვირგეთ და სახლის პირობებში იზოლირებულები

ასევე ვმოქმედებდით ხელთათმანებით პირბადეებით და უმკაცრესად დაცული რეგულაციებით.

ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას”, – წერს ეკა გაბაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, როგორც გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები მიუთითებს იმას, რომ „დელტა“ შტამის წინააღმდეგ „სინოფარმი“, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის პრევენციის კუთხით, თითქმის 100 – პროცენტიან ეფექტურობას აჩვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g