„სინოვაკის ვაქცინა ბავშვებში 3-დან 17-წლამდე უსაფრთხოა“, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში მოღვაწე ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში, The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჟამურაშვილი წერს, „გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ლოკალური ტკივილის სახით გამოიხატა, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო და დაახლოებით 26%-ში გამოვლინდა“.
„სინოვაკის ვაქცინა ბავშვებში 3 დან 17 წლამდე უსაფრთხოა!
ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა 1 და 2 ფაზის შუალედური შედეგები. კვლევა ჩატარდა 550 მონაწილეზე (n=71 ფაზა 1 და n=479 ფაზა 2).
გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ლოკალური ტკივილის სახით გამოიხატა, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო და დაახლოებით 26%-ში გამოვლინდა.
სეროკონვერსია (ანტისხეულების გამომუშავება) მე-2 ფაზაში 186 მონაწილედან 180-ს აღენიშნებოდა (96,8 %) 1,5-μg-ჯგუფში (დოზა) და 180 მონაწილედან 180-ს (100,0 %) 3,0-μg-ჯგუფში (დოზა).
საინტერესო შედეგებია. ველოდებით მე-3 ფაზას!“, – წერს ჟამურაშვილი.