LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიამ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა – უკრაინა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

134
სირიაუკრაინა

სირიამ აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის ლუგანსკის და დონეცკის “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ ფაქტს რეაგირება უკვე მოჰყვა უკრაინის მხრიდან და სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.

რუსეთის შემდეგ სირია მეორე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სეპარატისტული რეგიონები „დამოუკიდებლად“ აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g