LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ

394
პარლამენტი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები დღეს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხლივენ.

სიახლის მიხედვით, ზუსტდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადები, რომლის მიხედვითაც მართლმსაჯულება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროში შეზღუდული არ იქნება.

დანაშაულთა წრე კი, რაზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები, იზრდება.

ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

ფარული მოსმენების ვადების გაზრდას არ ეთანხმება ოპოზიცია და კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები