LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სისხლში ანტისხეულები აღმომაჩნდა, ასე რომ ვაპირებ covid-19-ით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქო” – მადონა

232
D7MPRWuXkAAgnHF

მადონამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო განათავსა, საიდანაც ვიგებთ, რომ მას სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, ეს კი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პოპ-ვარსკვლავს ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„ტესტი გავიკეთე და შევიტყვე, რომ ანტისხეულები მაქვს, ასე რომ, ვაპირებ, ავტომობილით შორ მანძილზე გავისეირნო, ფანჯარა ჩამოვწიო და covid-19-ით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქო”, – განაცხადა 61 წლის მადონამ.

https://www.instagram.com/p/B_nnEvnh_2Y/

აღნიშნული პოსტის შემდეგ მადონა წვეულებაზე შენიშნეს, სადაც არც უსაფრთხოების ნორმებს და არც სოციალურ დისტანციას იცავდა.

როგორც ჩანს, ლეგენდარულ არტიტს ის ფაქტი გამოეპარა, რომ  სისხლში ანტისხეულების არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ კორონავირუსისგან ხელმეორედ დაინფიცირებისგან დაცულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები