LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტყვა ”ოცნება” ხომ შეაძულეს ხალხს, ლამის ლურჯი ფერიც, ახლა თეთრ ფერსაც მიადგნენ”

92

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე ტაქსების თეთრად გადაღებვაზე წერს. როგორც ის ამბობს, თეთრი ფერი მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. ტაქსების გათეთრება კი იმ მომხმარებელს ჩააგდებს გაუგებრობაში, რომელიც თეთრს საკუთარი მომსახურებისთვის იყენებს.

გოცირიძე რეგულაციებიდან მხოლოდ ტაქსის ერთნაირ ნიშანს იწონებს და ამბობს, რომ დანარჩენი ყველაფერი “ჩხირკედელაობაა”.

“ხელები შორს თეთრი ფერისაგან!

მომავალი წლის ოქტომბრიდან რამდენიმე ათეული ათასი ტაქსი თეთრად რომ უნდა გადაღებონ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ამის ფინანსურ და ტექნიკურ სიძნელეებზე ვთქვით უკვე. ახლა თეთრი ფერის ამბავიც განვიხილოთ:

თეთრი ფერი ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე. ზოგიერთ ქვეყანაში თეთრი ფერი მთელი ავტოპარკის ნახევარზე მეტს შეადგენს. მაგალითად, ჩინეთში ავტომობილების 57 პროცენტი თეთრია. ევროპაში თეთრია 25 პროცენტი, აზიაში 48, ჩრდილოეთ ამერიკაში 25, აფრიკაში 47. იაპონიაში 33, რუსეთში 37 და ა. შ. საქართველოში შარშან იმპორტირებული მანქანებიდან პირველ ადგილზე იყო რუხი ფერი, შემდეგ თეთრი და მესამეზე ადგილზე შავი.

თეთრი ფერის ”გატაქსების” შემთხვევაში, გაუგებრობაში აღმოჩნდებიან ის ავტომფლობელები, რომლებიც თეთრ მანქანებს ტაქსებად კი არ იყენებენ, არამედ საკუთარი მომსახურებისათვის.

სიტყვა ”ოცნება” ხომ შეაძულეს ხალხს, ლამის ლურჯი ფერიც, ახლა თეთრ ფერსაც მიადგნენ. მაინც და მაინც თუ ერთი ფერი უნდათ, ოცნების პარტიულ ფერებში გადაღებონ. თბილისში ბოძები, სანაგვე ყუთები და ავტობუსები არ დატოვეს გადაუღებავი. არ უნდათ. თუ ერთ დროს ოცნების ფერი ბრენდი იყო, ახლა უკვე დამღაა.

ერთადერთი, რაც ტაქსზე შეიძლება იყოს სტანდარტული, ეს ტაქსის ნიშანია, რომელიც ამავე დროს ლიცენზიის ფლობის გარეგანი, ხილული საბუთიც იქნება. თუმცა ყველაფერი ეს ჩხირკედელაობაა პირველი რიგის იმ პრობლემებთან შედარებით, რომელიც ხალხს აწუხებს.

ეეჰ, სად არის მილიონი ხე???”, – წერს რომან გოცირიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები