LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე“ – ლეგენდარული ძიუდოისტის, ლადო დგებუაძის შვილი გარდაიცვალა

7252
ლადო დგებუაძე

ლეგენდარული ძიუდოისტის, ლადო დგებუაძის შვილი, ირაკლი დგებუაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„კიდევ ერთი ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი ამბავი…

საქართველოს ძიუდოს ტიტულოვანი ოჯახის წევრს, ლადო დგებუაძეს, უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს – შვილი გარდაეცვალა…

სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე… შეუძლებელია იპოვო ის სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ამ უმძიმეს დანაკარგს.

მთელი გულით და სულით ვიზიარებ მის მწუხარებას. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისთვისაც ეს ტკივილი პირადულია.

უფალმა გაანათლოს“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g