კიდევ ერთი მიმართვა უკრაინის პრეზიდენტიგან – ამჯერად ზელენსკი C7-ის ლიდერებს ჩაერთო და მსოფლიოს შეახსენა, რა სჭირდება ახლა უკრაინას.
“სჯობს ახლა უკრაინას იარაღით მხარდაჭერა გამოუცხადოთ, რომელიც ახლა ნამდვილად გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი კიდევ სხვა ქვეყნებისთვის – საქართელოსთვის, მოლდოვასთვის, ბალტიის პირეთის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით უფრო სწრაფად დაისადგურებს მშვიდობა ევროპის აღმოსავლეთში. ეს ჩვენს ინტერესებშია, ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია. თავისუფლება უნდა იყოს შეიარაღებული. სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს სიკვდილზე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ონლაინ ჩართვის დროს.
დღეს ის შვედეთის პარლამენტს და ნატოს სამიტის წევრებსაც ჩაერთო და მათ სიტყვით მიმართა.