პეკინისა და ბახტრიონის კუთხეში მდებარე ბუკიას ბაღში, ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი, ახალი სკამი დამონტაჟდა. მოქალაქეებს საკუთარი მობილური ტელეფონებისა და სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვა უკვე ადგილზევე შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას საბურთალოს რაიონის გამგეობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგეობასა და შპს SOLARTIA GROUP-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დამონტაჟდა.