არგენტინის ჩემპიონატში, “დეფენსორეს დე არმსტრონგისა” და “სპორტივო დე ლას პარეხას” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, პოლიციელებმა ფეხბურთელები და გულშემატკივრები რეზინის ტყვიებით დაცხრილეს.
აღნიშნული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0. მთავარი არბიტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებებით უკმაყოფილო სტუმარმა ფეხბურთელებმა, მატჩის შემდეგ არბიტრს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსთხოვეს – სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, სიტუაციის “განმუხტვა” სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს.
კოშმარული ინციდენტის შედეგად, სტუმართა გუნდის სამმა ფეხბურთელმა საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდნენ გულშემატკივრებიც.