LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალის გამო „ოსკარის“ ნომინანტების რაოდენობა გაიზრდება

55

დასავლური პრესა ამტკიცებს, რომ ამერიკის კინოაკადემია აპირებს გაზარდოს „ოსკარის“ ნომინანტთა რაოდენობა. ამის შესახებ აკადემიის საბჭოს შეხვედრიდან გახდა ცნობილი. წლის ფილმის ნომინანტთა რაოდენობა შესაძლოა 8-დან 10 მდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ასეთი პრეცენდენტი უკვე მოხდა 2009 და 2010 წლებში, თუმცა რაოდენობა მცოცავი იყო და ყოველწლიურად იცვლებოდა. ამავე დროს საუბარია სხვა კატეგორიებში ნომინანტების რაოდენობის გაზრდაზეც. ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც აკადემიის წევრები რასიზმში დაადანაშაულეს. ცოტა ხნის წინ უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ-სმიტმა მსახიობებს ოსკარის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა, რასაც კინოს სამყაროს რამდენიმე წარმომადგენელი შეუერთდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბოიკოტს მხარს უჭერს თავად უილ სმიტიც. თავის მხრივ, აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკსმა განაცხადა, რომ ის მზადაა რეფორმებისთვის.

 

page

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g