სოციალურ ქსელში გვერდი „ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა“ ფოტოებს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ფრანგ მასწავლებელთან გამომშვიდობებაა აღბეჭდილი. იზაბელი სკოლაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით ასწავლიდა.
“სხეულით მიმაქვს საქართველო, მაგრამ მეტწილად გულში მაქვს”.
“მე ვიქნები საქართველოს ელჩი ყველგან” – ეს ის სიტყვებია, რომლითაც ულამაზესი იზაბელ ლემაღუა დაემშვიდობა პირველ სკოლას და მთლიანად საქართველოს. ჩვენ კი წარმატებებს ვუსურვებთ ამ ჭკვიან და მშვენიერ გოგონას, რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა და წაიღო კიდეც საგზლად”, – წერია გავრცელებულ პოსტში.