LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა არჩევანი არ გვქონდა” – ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლა

43
BeFunky-collage

Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ კომპანიის უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი იოელ როთი წერს.

„გუშინდელი შემცირება ჩვენი განყოფილების პერსონალის 15%-ს, კომპანიის მასშტაბით კი 50%-ს შეეხო“, – წერს იოელ როთი.

კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ Twitter-ი ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა და ასეთ ვითარებაში მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

„სხვა არჩევანი არ გვქონდა, როდესაც კომპანია ყოველდღე 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს. ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს 3-თვიანი კომპენსაცია შევთავაზეთ, რაც კანონით გათვალისწინებულზე 50%-ით მეტია“, – წერს ილონ მასკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g