LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სხვა გზა არ გვრჩება, გარდა აქციებისა” – რამ უნდა აიძულოს მმართველ ძალას წავიდეს დათმობაზე

95
BeFunky-collage

“რადგან არ გვაქვს ლეგიტიმური პარლამენტი სხვა გზა არ გვრჩება, გარდა აქციებისა და პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც მოიცავს არა მარტო ქუჩას” – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე მმართველის ძალის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ოპოზიციის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას ხელს ვერ შეუშლის, თუმცა აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს “ქართული ოცნების” ხელში პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება.

“ის რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში მარტო დარჩება და ცნობენ უფლებამოსილებას საკონონმდებლო ორგანოში, ეს არ ყოფნით მათ მუშაობის გასაგრძელებლად, ვნახოთ როგორ გააგრძელებენ 91 კაცით, რამდენად ეფექტური იქნება პარლამენტის საქმიანობა, როცა ოპოზიცია არ იქნება საერთოდ პარლამენტში.

ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში არ შესვლით ვაკეთებთ აქცენტს პრობლემის მნიშვნელობაზე, ამის შემდეგ ვაპირებთ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან ფაქტებით და არა განწყობებით”- ამბობს აკაკი ბობოხიძე.

ფული არჩევნებს ვერ იგებს, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია: კობახიძე

კითხვაზე, რამ უნდა აიძულოს ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე, ბობოხიძე პასუხობს, რომ პროდასავლურ ოპოზიციას აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

“ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე უარესი არ არსებობს. სასურველი იყო ეს პროცესები აგვეცილებინა თავიდან , მაგრამ რადგან არ გვაქვს ლეგიტიმური პარლამენტი, სხვა გზა არ გვრჩება, გარდა აქციებისა და პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც მოიცავს არა მარტო ქუჩას. 2008 წელს არჩევნების ლეგიტიმურობა ასეთ დონეზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, მათ შორის უცხოელი დამკვირვებლების თვალში.

ახლა ეს არჩევნები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ოპოზიცია არის პროდასავლური და აქვს მხარდაჭერა, რომელსაც გავამაგრებთ მტკიცებულებებით, ოქმებით, ფაქტებით რომ ამ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა”- თქვა აკაკი ბობოხიძემ.

თუ რომელიმე პარტიას ექნება ცდუნება და შევა პარლამენტში, ბრძოლა შედარებით გართულდება: აკაკი ბობოხიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g