დღეს,სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.
სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)
აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.
ვერასდროს დაადებენ ბოქლომს ინსტიტუტებს – ბიუროს სხდომა ოპოზიციის გარეშე
დღის კადრად იქცა ახალგაზრდა მამაკაცის გადაწყვეტილება, სპეცრაზმის წინ დაწოლილიყო და ამ ფორმით შეეკავებინა მათი მსვლელობა. “ტვ პირველის” კადრებში ჩანს, სპეცრაზმელებმა მამაკაცს გადააბიჯეს და გზა გააგრძელეს.
სხვა ვერაფერი შევძელი – ასე გამოეხმაურა დღის კადრის მთავარი გმირი მომხდარს სოციალურ ქსელში. ის ბათუმელი პოეტი გენრი დოლიძეა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2531195803664014&set=a.416929845090631&type=3&theater
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/489605571763597/UzpfSTEwMDAwNzQ1NTEyODcxNzoyNDk1Mzc5MzEwNzIwNTQ5/