LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებმა, სავალდებულო აცრები 18 მარტამდე უნდა ჩაიტარონ

shutterstock_556416004

იმ პროფესიის წარმომადგენლებმა, რომლებზეც ჯანდაცვის სამინისტროში ბრძანება გამოიცა, წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ. შესაბამისი ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.

აცრა უნდა გაიკეთონ სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა. გარდა ამისა, გროვდება ბაღის აღსაზრდელების, ასევე სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეების ცნობებიც.

„ფორტუნას “ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ აცრილი და აუცრელი პერსონალის შესახებ ინფორმაცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადაეცემა, რის შემდეგაც მოხდება სტატუსის შეჩერების განხილვა. იგივე მოხდება სხვა დაწესებულებებშიც, რომლებიც ბრძანებაში შევიდნენ. 

ექიმები, პედაგოგები, აღმზრდელები და სტუდენტები - ვისთვის გახდა სავალდებულო აცრა

ბრძანებაში ჩამოთვლილი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სხვადსხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.

სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ 22 იანვარს, გრიპისა და წითელას ეპიდემიის საშიშროების გამო გამოსცა. ბრძანებაში ჩამოთვლილი საქმიანობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სხვადსხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის სავალდებულოა B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურის, ტეტანუსისა და დიფტერიის აცრა.

პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალისთვის სავალდებულო გახდა B ჰეპატიტის, ტეტანუსის და დიფტერიის აცრა.

თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურისთანამშრომლებისთვის – B ჰეპატიტის, გრიპის, წითელა-წითურის, ტეტანუსის, დიფტერიის, გიპის და ცოფის აცრა.

ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალისთვის ცოფის, ტეტანუსის, დიფტერიის და გრიპის აცრაა სავალდებულო.

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები, აღმზრდელები და სხვა პერსონალი კი ვალდებულები არიან აიცრან წითელა-წითურაზე, ტეტანუსზე, დიფტერიაზე და გრიპზე.

მინისტრ დავით სერგეენკოს ბრძანებაში მოცემულია ინფორმაცია ცალკეულ ვაქცინაციასთან დაკავშირებული უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების შესახებ. ასევე მოცემულია ინფორმაცია, თუ როგორ განისაზღვრება იმუნოდეფიციტის მქონე პირების იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდგომი ვაქცინაცია და სისხლის პრეპარატების გამოყენების შემდეგ ცოცხალი ვაქცინების შეყვანის ინტერვალები.

იხილეთ ინფორმაცია უფრო დეტალურად ბრძანებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g