LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე წინააღმდეგია, აცრა გახდეს სავალდებულო: “დარწმუნებული ვარ, ნეგატიური პროცესები მოჰყვება”

65
BeFunky-collage (2)

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ამას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება, ვიდრე აუცრელობას.

მინისტრი იმედს ამყარებს ვაქცინაციის მარათონზე.

მარათონის ფარგლებში უკვე 1 400-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი – რა საკითხები განიხილა საკოორდინაციო საბჭომ

“ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება თავიანთი ჯანმრთელობის სასიკეთოდ და დაეხმარონ სახელმწიფოს ამ მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენ წინ გვაქვს დასამარცხებელი პანდემია. სახელმწიფოს შესაძლებლობები ამ ეტაპისთვისაც, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, რაც გულისხმობს რეგულაციების დაცვის მკაცრ აღსრულებას. მნიშვნელოვანია, რომ გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის მარათონი. შერჩეულია 50 სოფელი ამ ეტაპისთვის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, — ამბობს ის.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.

ამ თემაზე:

გამყრელიძე: კორონავირუსით დღემდე 103 927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა

დელტა+ სხვა გენეტიკური ვარიანტია, ჩვენთან ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა: გამყრელიძე

ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები – მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: ალექსანდრე გოგინავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები