LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები – მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: ალექსანდრე გოგინავა

145
ალექსანდრე გოგინავა

ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში დღითიდღე მძიმდება და სპეციალისტები ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ მეტ ზრდას პროგნოზირებენ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, COVID-19-თან ერთად, ქვეყანაში ახლა სეზონური გრიპის ვირუსიც ცირკულირებს, რაც მდგომარეობას უფრო ართულებს.

„ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები. ეს შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები და მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან, რომ დაცული იქნეს რეკომენდაციები როგორიც არის პირბადის გამოყენება, ასევე ფიზიკური დისტანცირება და თუ გვექნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები როგორიც არის ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას,“ – განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 4 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი.

ვრცლად ამ თემაზე:

გამყრელიძე: კორონავირუსით დღემდე 103 927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, 9 კი გარდაიცვალა

მარათონის ფარგლებში უკვე 1 400-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი – რა საკითხები განიხილა საკოორდინაციო საბჭომ

დელტა+ სხვა გენეტიკური ვარიანტია, ჩვენთან ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა: გამყრელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები