LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დელტა+ სხვა გენეტიკური ვარიანტია, ჩვენთან ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა: გამყრელიძე

91
ამირან გამყრელიძე

ლაბორატორიული კვლევებით საქართველოში ახალი შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება გლობალურად რთულდება:

“გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება. განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია ევროპის რიგ ქვეყნებში.

ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. “ყურადღების ქვეშ” მყოფი შტამი. ის ცირკულირებს საკმაოდ მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობელ რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა.

ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ისეც “დელტას” ერთ-ერთი ნაირსახეობაა “დელტა +”, მაგრამ ის “დელტა+” არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია.” – განაცხადა მან.

გამყრელიძემ ინფიცირების შემთხვევების მატებაზეც გაამაცვილა ყურადღება:

“რაც შეეხება ახალ შემთხვეევბს, საქართველოში, დილით მონაცემებით, გვაქვს 4762 ახალი შემთხვევა. ეს რიცხვი 1 000 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის სამშაბათ დღესთან მიმართებაში, მაგრამ როგორც ერთი კვირის, ასევე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია.

კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს მან უკვე გადაინაცვლა მეორე ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობის საშუალო მილიონ მოსახლეზე გაქვს 10 ერთეული, ზღვრული კი არის 8-9. ამ მძიმე ინდიკატორის კლება არის, მაგრამ ეს 43 შემთხვევაც რაც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და რთულია.” – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ განახლებულ კოვიდსტატისტიკას: გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა 4 762 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g