LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები და მიწის ნაკვეთები გადაეცემა

67
Untitled design (3)

630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები, ასევე სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთები გადაეცემა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა:

“დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოგვაქვს. 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მათ შორის რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, გარდაბანში, გორში, ზუგდიდში, ქარელში, მცხეთაში, ხონში, ბაღდათში, აბაშაში, ხობში, ხაშურსა და ზესტაფონში.

ჯამში არის 630 დევნილი ოჯახი, რომელსაც გადაეცემა, დაუკანონდება სახელმწიფო ქონება. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

magti 5g